საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლას
ვერავის ავუკრძალავთ, თუმცა სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის თემაზე პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„საქართველოს გააჩნია მიზიდულობა, მაგრამ გვაწყობს ეს ჩვენ თუ არა?! რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას ვერავის, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გამოჩნდება“-ბრძანა უწმინდესმა.
