წვიმის შედეგად ლანჩხუთში რამდენიმე სახლი დაიტბორა
წვიმის შედეგად ლანჩხუთში რამდენიმე სახლი დაიტბორა
10:28 28.09.2017
ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთში რამდენიმე სახლი დატბორა. როგორც სოფელ წყალწმინდას მოსახლეობა აცხადებს, მათთან ახლოს არსებული ხიდი წყლის ნაკადს ვეღარ ატარებს.
„აქ გადის არხი, რომელშიც რამდენი ხანია სილა გროვდება. დღეს მოსული წვიმა და ეზოს წყალი კი უკვე ვეღარ გაატარა და დავიტბორეთ, ვიხრჩობით წყალში“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.


ბეჭდვა