საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია „მეცნიერებისა და ინოვაციების
ფესტივალის“ ფარგლებში, ქუთაისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკს დაესწრება.
სამინისტროს ინფორმაციით, პიკნიკზე წარმოდგენილი იქნება “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ.
მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ მსგავსი ექსპერიმენტები. პიკნიკში ასევე მონაწილეობს ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე - ბრიტანული სამეცნიერო შოუ.
ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ პარკში 15:00 საათზე დაიწყება.
