ბოლნისში, რამდენიმე საბავშვო ბაღში დაფიქსირებული ვირუსული ინფექციის გამო სასწავლო პროცესში
შეჩერდა.
ბაღების რამდენიმე აღსაზრდელს სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანაც დასჭირდა, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, ინფექციას ამ ეტაპზე ბავშვებში გართულება არ მოჰყოლია.
აღნიშნული ვირუსი, შიგელოზი ნაწლავური ინფექციაა და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მის გავრცელების წყაროს შესაძლოა დაბინძურებული წყალი ან საკვები წარმოადგენდეს.
ამ ეტაპზე ბოლნისის ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს.
