25 სექტემბერს ღამით ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
25 სექტემბერს ღამით ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
10:00 26.09.2017
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 25 სექტემბერს საგარეჯოს, თელავისა, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში 9187 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება.
25 სექტემბერს კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 40 მმ იყო.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა“ ინფორმაციით, 17:53 საათიდან 20:58 საათამდე ზემოაღნიშნული რაიონების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში ღრუბლების მასები ეტაპობრივად დამუშავდა, გასროლი იქნა 200-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა. ნალექის დიდი ნაწილი ხუთივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა თელავის რაიონში, მეტწილად სროლისთვის აკრძალულ ზონაში მდებარე რამდენიმე სოფელში.

ბეჭდვა