შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია ხორვატიული საინჟინრო კომპანია
IGH-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ოლივერ კუმრიჩს და კომპანიის წყლისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორს, მიროსლავ ბლანდას შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩილ ბუკიამ სტუმრებს საქართველოს მელიორაციის განვითარების გეგმებზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობასა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
"საინჟინრო კომპანია IGH საქართველოში საქმიანობის გაფართოვებითაა დაინტერესებული.
IGH ხორვატიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და ზედამხედველობას, პროქტების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ახორციელებს.
შეხვედრა IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას ემსახურება"-განმარტავენ უწყებაში.
