სტუდენტური ფასდაკლების ბარათი - „გაიმარტივე ცხოვრება“ უკვე ამოქმედდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და
სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში მიიღებენ. ბარათის აღება უფასოა.
ფასდაკლების ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ. ასევე, ტრანსპორტით მგზავრობისას - რკინიგზით, მეტროთი, ავტობუსით, ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფასდაკლების ბარათით სარგებლობა ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია.
