სოციალური პარტნიორებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა
სოციალური პარტნიორებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა
15:27 22.09.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის "დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება" მხარდაჭერით, სოციალური პარტნიორების საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება-დანერგვის პროცესში სოციალური პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
საინფორმაციო სემინარზე, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან სფეროს განვითარების პროცესში სოციალური პარტნიორების როლისა და სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა.
უწყების ცნობითვე, აღნიშნული სემინარი წელიწადში ორჯერ ტარდება. სემინარების ჩატარებას ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარს ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტი უჭერს.
საინფორმაციო სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული განათლების ეროვნულ- პროფესიული საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა