პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდა
პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდა
11:36 22.09.2017
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 50-ე ნათლობა გაიმართა.
პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდა.
ნათლობის შემდეგ უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დალოცა ისინი.
„660-ზე მეტი ბავშვი მოინათლა და სულ არის 33 000-ზე მეტი. ბედნიერი იყავით, თქვენი შვილებით, თქვენი მშობლებით, ოჯახის წევრებით, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული არ მოგაკლოთ მამა ზეციერმა“- ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა და მას შემდეგ პატრიარქის ნათლული 33 000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

ბეჭდვა