კახა კალაძე დღეს ველორბოლაში ჩაერთვება
კახა კალაძე დღეს ველორბოლაში ჩაერთვება
01:42 22.09.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ველორბოლაში ჩაერთვება, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო დღეს - „დღე ავტომობილების გარეშე“.

თბილისში ველოგარბენი პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით დაიწყება, მრბოლელთა ნაკადი გააგრძელებს სვლას ყაზბეგის გამზირზე და დაასრულებს გარბენს კვლავს პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა