დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება.
ნათლობის ცერემონია 5 საათზე დაიწყება.
საყოველთაო ნათლობას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ პატრიარქის ნათლული 32 635 ბავშვი გახდა.
