სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს აპროტესტებს
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს აპროტესტებს
13:52 02.07.2012
დამოუკიდებელ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს აპროტესტებს.
სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, საინიციატივო  ჯგუფმა დღეს, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან აქცია გამართა და განათლების სამინისტროს მიერ პედაგოგთა უფლებების უხეშად დარღვევა გააპროტესტა.
როგორც „ნიუსპრესს“ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, მაშინ, როდესაც პედაგოგებს დიპლომი აქვთ და შესაბამისად, გამოცდები გავლილი, სახელმწიფო მათ გამოცდებს მეორედ აღარ უნდა აბარებინებდეს.
მისი თქმით, პედაგოგთა გადამზადებისთვის, შესაძლოა, მხოლოდ ტრენინგების კურსი და არა გამოცდების ჩატარება.
„არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ქართული ენის პედაგოგი უნარების და ინგლისურის გამოცდებს აბარებდეს და ამით ხელისუფლება მათი ხელფასით მანიპულირებდეს. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო პედაგოგებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, რადგან თუ ისინი სპეციფიურ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, მათი პროვოცირება მოახდინონ“ - აღნიშნა კობიძემ.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დღეს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება.

ბეჭდვა