ონსა და ამბროლაურში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ონსა და ამბროლაურში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
15:09 19.09.2017
ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მრავალპროფილიანი სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნული ობიექტები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისთვის 1 143 000 ლარია გამოყოფილი და მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

ბეჭდვა