ახალციხის რაიონში, 68 ბავშვის მოწამვლის ზუსტი მიზეზის შესახებ ცნობილი 3 დღეში გახდება.
ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობენ.
ინტოქსიკაციის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ამ დროისთვის ენტეროვირუსი სახელდება. კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა სპეციალისტების თქმით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ამ ეტაპზე სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი აგრძელებს.
