არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ ხელისუფლებას დევნილებისთვის შეპირებული საცხოვრებელი ფართების გამოყოფას თხოვს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ბრიფინგი გამართა.
როგორც „ნიუსპრესს“ აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და აფხაზეთიდან დევნილმა მანანა გაბელიამ განუცხადა, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა, დევნილები კვლავ ქუჩაში რჩებიან.
„მივმართავთ ხელისუფლებას, ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, რომ დევნილებს საცხოვრებელი ფართები სასაწრაფოდ გამოუყონ. გარდა ამისა, მოვითხოთ, რომ თუ უკვე ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებელი ფართები და პირობები აკმაყოფილებთ, სასწრაფოდ დაუკანონდეთ ისინი, აგრეთვე, მოვითხოვთ გამოგვიყონ ბინის დასაქირავებლად მინიმუმ 300 ლარი, რადგან დევნილებმა საკუთარ სამშობლოში ღირსეულად ვიცხოვროთ“- განაცხადა მანანა გაბელიამ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დევნილების მოთხოვნები არ შესრულდება, მომავალი კვირიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ისინი კარვებს გაშლიან და ყველა უკიდურეს ზომას მიმართავენ, მათ შორის შიმშილობასაც, რათა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს.
