ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ბადრი მელაძე და ნუგზარ შავაძე, ა(ა)იპ „ხულოს ბაღების გაერთიანების“ დირექტორ ირაკლი რიჟვაძესთან ერთად, დაბა ხულოს საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და პედაგოგები მოინახულეს, მიულოცეს სასწავლო პროცესის განახლება და წარმატებები უსურვეს.
სასწავლო პროცესი სულ მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღში განახლდა. უახლოეს დღეებში კიდევ 5 საბავშვო ბაღი შევა ექსპლოატაციაში.
