საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
10:25 02.07.2012
საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების  სამსახურში განუცხადეს.

დღეს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდება. ამასთან, შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატოს.

ჰაერის ტემპერატურა საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში 22-24 გრადუსი შენარჩუნდება.


ბეჭდვა