დავით ნარმანიამ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა და მუნიციპალური ავტობაზა დაათვალიერებინა
დავით ნარმანიამ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა და მუნიციპალური ავტობაზა დაათვალიერებინა
14:45 15.09.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის "ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები" ფარგლებში, ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. ლექციის ძირითადი თემა EBღD - ს და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო. კერძოდ, ყურადღება ძირითადად ტრანსპორტის სისტემაზე გამახვილდა.

თბილისის მერმა სტუდენტები მუნიციპალურ ავტობაზაზეც დაპატიჟა და მათთან ერთად ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსით იმგზავრა.

სტუდენტებმა ახალი, თანამედროვე 6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ავტობაზა ადგილზე დაათვალიერეს და იქ არსებულ სიახლეებსაც გაეცნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

"საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველ და გერმანელ სტუდენტებს წავუკითხე ლექცია EBღD საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემასა და ახალი ავტობუსების პროექტს ეხება. საუბარი ევროკავშირის თანადაფინანსებაზე გარემოსდაცვითი პროგრამიდანაც გვქონდა, რომლის მეშვეობითაც ახალი მუნიციპალური ავტობუსების პროექტის თანადაფინანსება მოხდა. სტუდენტები ჩვენს ახალ ავტობაზას ადგილზე გაეცნენ, სადაც ავტობუსებია განთავსებული. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი მათთვის ძალიან საინტერესო იყო და გვიხარია, რომ სტუდენტებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ"- აღნიშნა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია იცის, რომ დავით ნარმანია, თავად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის "ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციების" ხელმძღვანელი.

ბეჭდვა