საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წელს ექვსი ახალი სკოლა გაიხსნა.
მისივე ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლებში თვისობრივად უფრო შეცვლილი და გაუმჯობესებული სპორტული აქტივობებია დაგეგმილი.
"300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული დახვდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წელს ექვსი ახალი სკოლა გაიხსნა. გაუმჯობესებულ ბუფეტებში შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები აღარ იქნება. დაგეგმილია თვისობრივად უფრო შეცვლილი და გაუმჯობესებული სპორტული აქტივობები. სკოლას ეყოლება გადამზადებული მანდატურები. რაც შეეხება ვაშლებს, შემოდგომასა და ზამთარში იქნება, მაგრამ ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების დასანერგად იქნება გამიზნული, შემდეგ პერიოდებშიც გაგრძელდება"-აღნიშნა განათლების მინისტრმა.
სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო.
