ხულოს რაიონის 50 სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო
ხულოს რაიონის 50 სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო
10:55 15.09.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაში დღეს ახალი 2017-2018 სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა და სწავლა დაიწყო.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე დღეს დაბის საჯარო სკოლას ეწვივნენ. მათ პედაგოგ-მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს. მათ საჩუქრად ნოუთბუქები, ხოლო გასული წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.


ბეჭდვა