დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიდი ხეივნის II, III ქუჩების, I ხეივნის, აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აბაშვილის, ხოშარაულის, რევაზ სირაძის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას, ბერბუკის, ცოტნე დადიანის, ლეჩხუმის, სვანეთის, ხევსურეთის, მახინჯაურის, ალექსიძის, ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მინდელის ქუჩის, 14 საათიდან 17 საათამდე ცინცაძის ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე დიდი ლილოს დასახლების, 12 საათიდან 12:30 საათამდე გორგასლის, გრიშაშვილის და ფირდოუსის ქუჩების, ხოლო 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის და წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლები.
