პატრიარქი: ცოდნის მიღება საკმარისი არ არის, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს
პატრიარქი: ცოდნის მიღება საკმარისი არ არის, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს
14:44 14.09.2017
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II -ის განცხადებით, მხოლოდ ცოდნის მიღება ადამიანისთვის საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, ცოდნასთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს კეთილი თვისებები უნდა გაგვაჩნდეს.

"ცოდნის მიღება საკმარისი არ არის, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს, ცოდნასთან ერთად, ადამიანს რწმენა და კეთილი თვისებები უნდა გააჩნდეს"-ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა საქართველოს საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტიანული ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. აქვე პატრიარქმა სასულიერო აკადემიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ბეჭდვა