განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას აგრძელებს.
ცენტრს ხვალ აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი ტარტუს უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, რენე ვარკი (ესტონეთი)ესტუმრება, რომელიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ინგლისურენოვანი პროგრამის შეფასების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან სტუდენტი და დამსაქმებელი.
ექსპერტთა ჯგუფი სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებს.
მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშიროსო ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.
