ქუთაისში ბინა კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა
 ქუთაისში ბინა კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა
13:43 13.09.2017
ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს - დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს 16 სექტემბერს ბინა საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს კიდევ 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.


ბეჭდვა