კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,
დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს. კერძოდ, ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12 საათიდან 15 საათამდე კი ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება ისნის რაიონის ნაწილსაც. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის, მეველეს, გუდარეხის, სახალხოს, აბუსერიძე-ტბელის, აჰმედ ჯავადის და არტურ ლაისტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ზემო დელისის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მთაწმინდის რაიონსაც. კერძოდ, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, ასათიანის და ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში კი 10 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდება.
