ონში მედიათეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ონში მედიათეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
14:53 12.09.2017
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.


ონის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუბერნატორმა ონის მედიათეკის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასრულებულ სახეს უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მედიათეკის შენობაში საწყის ეტაპზე სამხატვრო და სამუსიკო სკოლები განთავსდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 799 892 ლარს შეადგენს.
ბეჭდვა