ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
11:12 12.09.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის აღდგენით სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად აგრძელებს.
ამ ეტაპზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განახლდა გზის პირზე, თვალამრიდებზე დამონტაჟებული შუქამრეკლი მოწყობილობები, სამუშაოები პარალელურად საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა.
მთელი საქართველოს მასშტაბით თვალამრიდების გამოცვლა გზით მოსარგებლეებს მისცემს საშუალებას უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ.


ბეჭდვა