ძლიერმა სეტყვამ კახეთში 7 სოფელი დააზარალა
10:32 12.09.2017
სტიქიამ კახეთში, თელავისა და ლაგოდეხის 7 სოფელი დააზარალა.
ძლიერი სეტყვისა და ქარიშხალის შედეგად ხეხილი და ვენახები განადგურდა.
ქარმა ასევე დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი.
ზარალის შესწავლა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.