დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ბაქრაძის და კერესელიძის ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
