ხვალ მასწავლებელთა სასერტიფიკაცო გამოცდები იწყება
ხვალ მასწავლებელთა სასერტიფიკაცო გამოცდები იწყება
17:02 01.07.2012
მასწავლებელთა სასერტიფიკაცო გამოცდები ხვალიდან იწყება.
მასწავლებლები ტესტირებას პროფესიულ უნარებსა და საგნობრივში გაივლიან. ხვალინდელი გამოცდა პროფესიულ უნარებშია დანიშნული.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 19 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.
გამოცდები საქართველოს მასშტაბით 17 საგამოცდო ცენტრში გაიმართება.

ბეჭდვა