ახალშობილებს ამიერიდან სპეციალური საიდენტიფიკაციო სამაჯურები ექნებათ
ახალშობილებს ამიერიდან სპეციალური საიდენტიფიკაციო სამაჯურები ექნებათ
18:02 07.09.2017
სამშობიარო სახლები დღეიდან ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით უფასოდ მომარაგდება.
საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.
ახალშობილის საიდენტიფიკაციო პირველი სამაჯურები თბილისში იმედის კლინიკაში დაბადებულ ჩვილებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი პატარიძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მოარგეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDჩ Hეალტჰცარე -გან მიიღო.

PDჩ (ჰტტპ://წწწ.პდცორპ.ცომ/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია. სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, კომპანია უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. კომპანიას ამ კუთხით 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქტს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით აწარმოებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე ახალბედა მშობლების ინფორმირება მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე არის წარწერა: "დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში".
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შვილის პირველ სამაჯურს ინახავენ და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე.

სწორედ ამიტომ, დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარებს მაღალი ხარისხის საინდეტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოამარაგებს.

ბეჭდვა