საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას რუსთავისა და მცხეთის წყლის კომპანიებმა
ტარიფების გაზრდის მოთხოვნით მიმართეს.
საკითხზე მსჯელობა კომისიამ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, გაიზრდება თუ არა წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფები.
კონკრეტულად რამდენით შეიძლება შეიცვალოს სამომხმარებლო გადასახადი წყალსა და ელექტროენერგიაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.
„კომპანიები ვალდებულნი იყვნენ წარმოედგინათ სატარიფო განაცხადი. „ენერგო -პრო ჯორჯიასაც“ ანალოგიური ვალდებულება ჰქონდა, რომ წარმოედგინა სატარიფო განაცხადი. შესაბამისად, ტარიფების ყოველწლიური გადახედვა საკანონმდებლო მოთხოვნაა და ამ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ სატარიფო განაცხადებია წარმოდგენილი და ანალიზი არ დაწყებულა, იმის თქმა, თუ რა ცვლილებები იქნება სამომხმარებლო ტარიფებზე, შეუძლებელია, რადგან საკმაოდ დიდი მასალაა გასაანალიზებელი. როგორც მოგახსენეთ, ამისთვის კომისიას 150 დღე აქვს კანონით განსაზღვრული და მხოლოდ აღნიშნული ანალიზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რა ცვლილებები იქნება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით“-განაცხადა კომპანია სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გიგი სანიკიძემ.
