გიორგი კვირიკაშვილი: საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა
გიორგი კვირიკაშვილი: საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა
11:35 07.09.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საცხოვრებელი სახლები 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მისივე თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებლების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებენ.

2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება"- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბეჭდვა