კახეთში, ართანას ტყეში, კოხტას მტაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე ცეცხლის
ლიკვიდირების სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოებში კვლავ ავიაციაა ჩართული.
კოხტას მთაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე სპეცრაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ართანას ტყეში ცეცხლის გავრცელების საშიშროება, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.
