ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა
10:34 06.09.2017
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დილიდან ჩაერთო დამატებით 100-მდე მაშველი.
გარდა ამისა, 350 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს, დღეს სტიქიის ზონაში მეორე ვერტმფრენიც იმუშავებს.

"დღეს დილით, 6 საათიდან სამუშაოები განახლდა. თქვენ ხედავთ, რომ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის 850 თანამშრომელი არის აქ. ღამის განმავლობაშიდამატებითი ინვენტარი ამოვიტანეთ, საუბარია პორტატული ცეცხლის ჩამქრობ აპარატებზე, ავზებზე და ე.წ პომპებზე. თქვენ იცით, რომ გუშინ 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა. დამატებითი ტექნიკააამოყვანილი და დამატებითი შიდა გზების დაქსელვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებით ცოცხალი ძალა ლოკაციებისკენ მიემართება, სადაც ცეცხლია. სიტუაცია უკეთესია. გუშინ ღამით ახალი კერები არდაფიქსირებულა. რაც შეეხება ავიაციას, სამუშაოებში 07:30 საათიდან ქართული ავიაცია უკვე ჩაერთო. წუთი-წუთზე თურქული ბორტი ამოფრინდება და ორი ვერტმფრენი სინქრონულად დაიწყებს უშუალოდმეოთხე ლოკაციასთან მუშაობას, სადაც რთულია ცოცხალი ძალის მისვლა.“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო.


ბეჭდვა