ცაგერის გამგებლის მოადგილემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ცაგერის გამგებლის მოადგილემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
13:09 18.08.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტში გამგებლის პირველმა მოადგილემ კარლო ჩაკვეტაძემ და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ მეშველიანმა ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს.

ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ნინოშვილის ქუჩაზე გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა, ასევე დასრულების პროცესშია ასლანიკაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.
აღნიშნული სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 610 000 ლარი იყო გამოყოფილი.

ასევე მოკლე ხანში დასრულდება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ცაგერში.

ბეჭდვა