თბილისში დღეს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული სემინარი გაიმართება
თბილისში დღეს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული სემინარი გაიმართება
23:04 04.09.2017
სასტუმრო „იოტა“-ში დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (მდსკ)/ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (სსმო) რეგიონული სემინარი გაიმართება, რომელიც მიზნად, უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების გაძლიერებას ისახავს.
სემინარში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ჩინეთის სამხრეთ თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება, 18 ქვეყნის 24 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. რეგიონული სემინარის მასპინძელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.

სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გახსნის.

ღონისძიება 09:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა