ნიუ-იორკში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვრის მამა ალექსანდრე
თანდილაშვილისა და ამავე ტაძრის მრევლის შეწირულობებითა და ორგანიზებით, საქართველოში მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
მრევლის მიერ შეწირული თანხის ნაწილი აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს გადაეცა. ორივე ოჯახში, ჯამში 14 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან ერთს, არასრულწლოვან გოგონას მკერდის სიმსივნე აქვს.
თანხა ასევე გადაეცა თბილისში მცხოვრებ სამ ბენეფიციარს. მათ შორის ერთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს, ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც უკვე ორი წელია ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და აგრეთვე ცნობილ ჟურნალისტ ვასიკო სილაგაძეს,რომელიც წლების წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა.
„დიდი მადლობა ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა ალექსანდრე თანდლაშვილს და ტაძრის მრევლს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. უკვე წლებია, რაც სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად უშედეგოდ ვითხოვ ფინანსურ დახმარებას. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად გამიადვილებს, ჩავიტარო სარეაბილიტაციო კურსი ურეკში, რომელიც ყოველწლიურად მესაჭიროება“-აღნიშნა ვასილ სილაგაძემ.
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის წინამძღვარი მამა ალექსანდრე თანდილაშვილი ტაძრის მრევლთან ერთად, უკვე წლებია საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
ისინი ეხმარებიან როგორს სოციალურად დაუცველ, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე თანამემამულეებს.
