პეკინის ქუჩაზე დღეს მოძრაობა მთლიანად აიკრძალება
პეკინის ქუჩაზე დღეს მოძრაობა მთლიანად აიკრძალება
09:36 05.09.2017
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და ამით, საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.



რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დღეს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა - ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. ასევე, ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.



დღეს 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.


პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია.


აღსანიშნავია, რომ ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ქუჩაზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.





ბეჭდვა