სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დღეს ქადაგებისას
კრიტიკოსებსა და ფილოსოფოსებზე ისაუბრა.
უწმინდესის განმარტებით, ძველ დროში იყვნენ ბრძენი ადამიანები, რომლებსაც ფილოსოფოსები ეწოდებოდათ. ისინი ხშირ შემთხვევაში, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და სიკეთეს ქადაგებდნენ, მიმდევრებიც დაჰყვებოდნენ და პირადად გადაცსემდნენ ხალხს სიბრძნეს. არსებობდა მეორე, კრიტიკოსების ჯგუფიც.
„ახლახანს, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა - ჩვენ არ გვყავს ფილოსოფოსები, დაგვრჩა მხოლოდ კრიტიკოსები. მართლაც ასეა, რადგან ადამიანმა, რომელიც სხვას აკრიტიკებს, ჯერ თავად უნდა გააკეთოს უკეთესი და შემდეგ აკრიტიკოს. რას ვიზამთ, ეს ბუნებაა ჩვენი და კრიტიკა ძალიან ხშირად განკითხვასა და ცოდვაში გადადის“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ უკვე აღარ ვგავართ ჩვენს წინაპრებს, რადგან ისინი უფრო მორიდებულნი და კეთილნი იყვნენ.
უწმინდესის თქმით, მიუხედავად ამისა, ქართველები დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და შოთა რუსთაველის სისხლსა და ხორცს წარმოადგენენ.
