კახეთში, სოფელ ართანას ტყესა და თუშეთში, სოფელ ხახაბოში ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება.
კოხტას მთაზე მუშაობა ავიაციამ დილიდან დაიწყო. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ამ ეტაპზე ერთი ქართული კერძო ვერტმფრენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი და ორი ირანული ვერტმფრენი მონაწილეობს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი და სპეცდანიშნულების რაზმის 50 თანამშრომლი ჩაერთო.
რაც შეეხება ხანძარს თუშეთში, ცეცხლის ჩაქრობის პროცესი აქაც დილიდან განაახლეს. სამუშაოებში დაახლოებით 120 მეხანძრეა ჩართული. ცეცხლმა დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე უკვე გაანადგურა.
