ბერლინის საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა
ბერლინის საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა
17:14 01.09.2017
საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში, ბერლინის ცნობილ საკონცერტო დარბაზში „Konzerthaus Berlin“, ცნობილი ქართველი მუსიკოსების - გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილისა და ანსამბლ „ბასიანის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

მუსიკალური პროექტი სახელწოდებით „KLASSIC MEETS JAZZ“ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის "YOUNG EURO CLASSIC" ფარგლებში ჩატარდა.

კონცერტზე ექსკლუზიურად შესრულდა პროექტის Georgian Overtones ნაწარმოებები, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი გიორგი მიქაძეა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ქართველი და გერმანელი მუსიკოსების მონაწილეობით გამართული კონცერტი ფრანგულ-გერმანული ტელეარხის ARTE-ს პირდაპირი ეთერით გადაიცა.


ბეჭდვა