სახალხო დამცველმა მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაული მიულოცა
სახალხო დამცველმა მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაული მიულოცა
12:57 01.09.2017
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულის დადგომას ულოცავს და მათ სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს.
„ყურბან-ბაირამი ადამიანის სიცოცხლის, მისი ხელშეუვალობის რელიგიურ აღიარებაა, რადგან ამ დიდი დღესასწაულის არსი, ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.

ამასთანავე, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა. ტრადიციულად, ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ“-ნათქვამია მისალოც განცხადებაში.



ბეჭდვა