სინოპტიკოსები დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ
სინოპტიკოსები დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ
10:16 01.07.2012
სინოპტიკოსები, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების  ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა მოვიდეს.
ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 გრადუსი, ხოლო დასავლეთში 22-24 გრადუსი შენარჩუნდება.
მეტეოროლოგიისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე 2 ივლისიდან მოიმატებს, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ტემპერატურის მატება 4 ივლისიდანაა მოსალოდნელი.


ბეჭდვა