დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
20:08 30.08.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ლიბანის, ბარალეთის, საექიმოს, ნავთლუღის, ორთაჭალის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბურძგლას ქუჩის მაცხოვრებლები.

ბეჭდვა