30 და 31 აგვისტოს თბილისი-გორი და გორი-თბილისის მიმართულებით დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
30 და 31 აგვისტოს თბილისი-გორი და გორი-თბილისის მიმართულებით დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15:26 30.08.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით, ნაცვლად 2017 წლის 29-30 აგვისტოსი, განხორციელდება 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისი-გორის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, ხოლო 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ბეჭდვა