ხელვაჩაურში ნაპოვნი შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს
ხელვაჩაურში ნაპოვნი შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს
15:11 30.08.2017
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურში მოქალაქის მიერ ნაპოვნი შველი ნახეს.
უწყების ინფორმაციით, ცხოველს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა.
დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველი მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს ველურ ბუნებაში გაუშვეს.

ბეჭდვა