პრემიერი: 2008 წლის 11 აგვისტო ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე
პრემიერი: 2008 წლის 11 აგვისტო ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე
11:19 11.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შინდისის ბრძოლის დღე ისტორიაში როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის დღე ჩაიწერა.
მისივე თქმით, იმ ჯარისკაცების სახელებს, რომლებიც შინდისის ბრძოლას შეეწირნენ, დავიწყება არ უწერია.
ამის შესახებ პრემიერმა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლის 9 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მათი სახელებია - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია.
ქედს ვიხრი მათი უკვდავი სულების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“- განაცხადა პრემიერმა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში მოხდა. რუსებთან ბრძოლას ამ დღეს 17 ჯარისკაცი შეეწირა და მხოლოდ 4 გადარჩა.


ბეჭდვა