პრემიერი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს
  პრემიერი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს
12:07 04.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის პრესსამსახურმა ავღანეთის ბაგრამის ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისადმი პრემიერის სამძიმიმარი გაავრცელა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აცხადებს, ეს ფაქტი თითოეული ქართველის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.
თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი - კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა