ალექსანდრ ვერშბოუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
ალექსანდრ ვერშბოუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
10:54 29.06.2012
საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ დღეს, ბათუმში თავდაცვისა და უსაფროხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
კონფერენციის მთავარი თემებია - უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოების მისია და ჩიკაგოს სამიტის შემდგომ სამომავლო გეგმები.
შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო „რედისონ ბლუში“ მიმდინარეობს, საერთაშორისო დონის ექსპერტები ესწრებიან.
„საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორი და ასპირანტი წევრია. ამის გათვალისწინებით კი, მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც როგორც ჩვენ ინტერესებში შედის, ასევე რეგიონალური კუთხითაც დღის წესრიგშია“ - აღნიშნა კონფერენციის დაწყების წინ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.
მისივე თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ერთად ისეთი საკითხის განხილვა, როგორის ქვეყნის უსაფრთხოებაა.
„პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ ის გზები, რომლითაც ამ პრობლემებს მოვაგვარებთ და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას მივაღწევთ“ - განაცხადა ქუთელიამ.
ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია დღეს დაიხურება.

ბეჭდვა